თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ივანიშვილზე გადაფორმების საკითხი სპეცილურად დაამთხვიეს აღდგომის დღესასწაულის დღეს, რათა ხალხის ყურადღება ამ საკითხზე არ გამახვილებულიყო.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა 3 მაისისთვის გაცილებით მასშტაბურ აქციას გამართავს და ბოტანიკური ბაღის საკითხს ბიძინა ივანიშვილს არ შეარჩენენ.
ენმ-ის პროტესტი ეხება ორ ფაქტს, რომელიც ბოტანიკურ ბაღსა და მის მიდებარე ტერიტორიას უკავშირდება და რომლის შესახებაც ინფორმაცია ნიკა მელიამ დღეს გაასაჯაროვა. ამ საკითხზე ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.

![ენმ-ის საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან [ვიდეო] ენმ-ის საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/04/13083304_1040914402650089_4976262012774672689_n.jpg)






