ახალი ამბები

ეკა გიგაური: სუს-ს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, უკონტროლოდ უთვათვალოს და მოუსმინოს

28 აპრილი, 2016 • 1428
ეკა გიგაური: სუს-ს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, უკონტროლოდ უთვათვალოს და მოუსმინოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურს უნდა გამოეყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი დეპარტამენტი, ე.წ. ოტო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს. მისი განცხადებით, ე.წ ოტო არ უნდა ექვემდებარებოდეს უწყებას, რომლის ინტერესებშიც მოქლაქეთა თვალთვალი შედის.

ეს განცხადება ეკა გიგაურმა “ჰოლიდეი ინში”, კამპანიის “ეს შენ გეხება” მიერ ორგანიზებულ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის, რომ გავაკეთოთ სუსის რეფორმა. თქვენ იცით, რომ ძალაინ დიდი ხანია ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციები იმაზე, რომ ოდეერების ის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, უნდა შეიცვალოს და, ფაქტობრივად, გაუქმდეს კიდევაც. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ზუსტად ითვალისწინებს იმას, რომ ოდეერების სისტემა გაუქმდეს და ასევე მიზანი არის ის, რომ გაიზარდოს სუსის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. ასევე,  სუს-იდან უნდა გამოვოდეს ე.წ. ოტო [ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი] სუს-ს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მოსმენები განახორციელეოს უკონდტროლოდ. ასევე, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს სუს-ის საქმიანობას.

რაც შეეხება ოტო-ს, ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა ექვემდებარებოდეს ისეთ უწყებას, რომლის ინტერესებშიც არის მოქალაქეებს თვალთავლი, შესაბამისად, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და აწვდიდეს სერვისს იმ ორგანოებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც კანონი განსაზღვრავს, მოუსმინოს ან თვალთვალი განახორციელოს მოქალაქის. ოტო-ს სტატუსი იქნება ის, რომ ის იქნება სერვის-პროვაიდერი, დამოუკიდებელი უწყება, როემლსაც გააკონტროლებს პარლამენტი,”- განმარტავს გიგაური.

მისივე თქმით, ის ცვლილებები, რასაც კამპანია “ეს შენ გეხება” მოითხოვს, საერთაშრისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს და ქვეყნის უსაფრთხოებას არ დააზარალებს.

“ძალიან ეფექტურები არიან სხვა სახელმწიფოები, განსაკუთრებით, ევროპის და ნატოს წევრი სახელმწიფოები ტერორიზმსა და სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამ სისტემის დანერგვით საქართველოში რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

“ეს შენ გეხება” დღეს, 28 აპრილს სამ საკანონმდებლო ინიციტივას წარადგენს. ესენია:  დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნა; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და თვალთვალის სააგენტოს შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი