ახალი ამბები

ვოლსკი: თბილისსა და ბათუმში ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა

27 აპრილი, 2016 • 2039
ვოლსკი: თბილისსა და ბათუმში ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმში ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ორი დღეა საზოგადოებას მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია, რომ თითქოს  ბიძინა ივანიშვილმა ოთხი ჰექტარი მიწა მიიტაცა. არავინ ახსენებს იმას, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორია, ხეხილის ბაღებით გაშენებული, უნიკალური ჯიშებით, გადაეცა ბოტანიკურ ბაღს. საერთოდ, ბოტანიკური ბაღი  თბილისში და ბათუმში ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. ”

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში “ამ ფანდის გამოყენება უზნეობაა” :

“არავისთვის არასდროს არაფერი დაუყვედრებია ბიძინა ივანიშვილს, სხვა ნარგავებზე და სხვა გამწვანებულ ტერიტორიებზე რომ არაფერი ვთქვათ. ძალიან უზნეობაა ამ ფანდის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ასეთი უზნეობა ნამდვილად არ მიკვირს თუნდაც ნიკანორ მელიასგან.”

თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრებში ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა იმ კომპანიას, რომელიც ფლობს ბიძინა ივანიშვილის სახლს სოლოლაკში. ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებით, მათ სანაცვლოდ იმავე ფართობის სხვა ნაკვეთი გადაეცათ, რომელსაც ბოტანიკური ბაღის კოლექციის შევსებისათვის გამოიყებენენ.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის წევრების აქცია მიმდინარეობს, რომლითაც ისინი თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ცვლილებაზე მერის განმარტებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი