ახალი ამბები

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს

27 აპრილი, 2016 • 1270
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ნოტარიუსი ნუნუ გინტური და მისი თანამზრახველი ია იაშვილი ბრალდებულისახით  სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცა

გამოძიების ცნობით, ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში.

სანაცვლოდ მათ სასურველ პირზე მოტყუებით გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ, აცხადებს გამოძება.

რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა მთლიანად შეადგინა 604 736 აშშ დოლარი, აცხადებს საგამოძიებო სამსახური. 

უწუყების ცნობით, ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი