IREX-ის “მედიის მდგრადობის ინდექსი 2016“-ის მიხედვით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საქართველომი მედიის მდგომარეობა გაუარესდა.
“მედიის მდგრადობის ინდექსის” პრეზენტაცია დღეს, 26 აპრილს, მულტიმედია განათლების ცენტრში შედგა. საქართველოს 4 ქულიდან 2.42 ქულა აქვს და მდგრადთან მიახლოებულ კატეგრიაშია. საუკეთესო შედეგი ნიშნავს მდგრად კატეგორიაში ყოფნას, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგია არამდგრად, არათავისუფალი მედიის კატეგორიაში ყოფნა.
“მედიის მდგრადობის ინდექსის” დადგენა ხუთი მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება. ყველა კრიტერიუმი ცალკეული ქულით ფასდება და ერთიან ქულას ქმნის. ეს კრიტერიუმებია: გამოხატვის თავისუფლების ხარისხი (საქართველოს აქვს 2.82 ქულა), პროფესიულიი ჟურნალისტიკა (2.34 ქულა), სიახლეების მრავალფეროვნება (2.61 ქულა), ბიზნესმენეჯმენტი (1.83), მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციები (2.48).
2015 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მედიის მდგრადობის ინდექსში საერთო ქულა 2. 51 იყო.
ანგარიშის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების კუთხით წინა წელთან გაუარესება დიდწილად განაპირობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფლობასთან დაკავშირებულმა დავამ. ყურადღება გამახვილებულია ქიბარ ხალვაშის კავშირზე “ქართული ოცნებასთან”, რადგან მისი და, ფატი ხალვაში, არის ქართული ოცნებისა და პარლამენტის წევრი. ნახსენებია ისიც, რომ “რუსთავის 2”-ის საქმის განხილვისას მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განახლდა.
“რუსთავის2”-ის საქმისგან განსხვავებით, დადებითადაა შეფასებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, რომლის დროსაც, კვლევის ავტორების განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა იყო არაპოლიტიკური.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლები კვლავ არიან თავდასხმის ობიექტები, თუმცა მის შესახებ საზოგადეობას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. მოყვანილია იმის მაგალითი, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იმედა დარსალია კახეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გელა მთივლიშილს დაემუქრა.
ხოლო “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ოფიციალური პირების მხრიდან 15-ჯერ გამხდარან ზეწოლის ქვეშ ჟურნალისტები.
ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის აგვისტოში “იმედმა” დახურა ორი გადაცემა- “კვირის ქრონიკა” და “რეაქცია”. რეაქციის წამყვანი ინგა გრიგოლია საუბრობდა იმის შესახებ, რომ იყო ზეწოლის მცდელობა მთავრობის მხრიდან. ასევე დახურეს ეკა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია” “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს გაუარესდა ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა. ასევე ნახსენებია ისიც, რომ სახელისუფლებო დაწესებულებები არ გასცემენ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ ისინი ფლობენ პერსონალურ ინფორმაციას.
ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზეც, რომ 2015 წლის ნოემბერში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული საიტის გამოჩენამ ვორდპრესზე გამოიწვია ის, რომ სახელმწიფომ დაბლოკა მთლიანად ვორდპრესი ქვეყნის შიგნით, მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომი იყო საზღვარგარეთ. საფრთხის შემცველია ის, რომ უცნობი დარჩა, რა მეთოდით და როგორ გააკეთა ეს სახელმწიფომ.
პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება საქართველიში, რადგან მცირეა იმათი რიცხვი, ვინც პროროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს იცავს. ასევე ისმის კითხვები მათ პოლიტიკურ მიუკერძებლობასთან დაკავშირებით.
ანგარიშში მოყვანილია “მედიის განვითარების ფონდის კვლევა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანასდებიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენითა და ანტიდასავლური დამოკიდებულებებით გამოირჩევიან.
დაბალკვალიფიციური მედიის პარალელურად, არის მცირე რაოდენობა სიღრმისეული და ეთიკური მედიასაშუალებებისა: ლიბერალი, ნეტგაზეთი, რადიო თავისუფლება, 24საათი, სივილ.ჯი. გაზეთი ბათუმელები. ხოლო “სტუდია მონიტორი” ერთადერთი მედიაგაერთიანებაა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს, წერენ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების ანაზღაურება ცვალებადია რეგიონებსა და დედაქალაქში და მედიის ტიპებს შორის შედარების მიხედვით. ზოგ ჟურნალისტს აქვს ათობით ათასი ანაზღაურება, ხოლო ზოგს- ათასიც არა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს მედიასაშუალებები, რომლებიც სხვადასხვა სახის ინფორმაციას აშუქებენ, თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ მედიასაშუალებები დებენ ხელშეკრულებებს სახელისუფლებო დაწესებულებებთან მათი პრესრელიზების გავრცელებისათვის, რის გამოც მედიასაშუალებები ხშირად იდენტურ ტექტებსაც კი ავრცელებენ მთავრობის ამა თუ აქტივობის შესახებ.
არასაკმარისადაა მიჩნეული 2011 წლის კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ ინფორმაციას შეეხება. მართალია, მათ მეტი გამჭვირვალობა დაეკისრათ, თუმცა ამ კუთხით დიდად არაფერი შეცვლილა.
მცირეა იმ მედიაშუალებების რაოდენობა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისათვის ქმნიან საინფორმაციო მასალას. ასეთადაა დასახელებული გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” და “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”. “სამხრეთის კარიბჭე” ორ კვირაში ერთხელ მაინც უშვებს რუსულ და სომხურ ენებზე გაზეთს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საინფორმაციო გამშვებები. 2015 წლიდან რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე მაუწყებლობს რადიო ნორი.
ანგარიშში ყველაზე დაბალი ქულა საქართველოს მედიას ბიზნესის მენეჯმენტის ნაწილში აქვს, რადგან აღნიშნულია, რომ მედია არ არის თვითკმარი და უჭირს საკუთარი თავის საზრდოობა. ეს განაპირობა რეკლამის ბაზრის დასუსტებამ 2015 წლის ეკონომიკური კრიზისის გამო.
სამაუწყებლო მედიის ბაზარი განუვითარებელია და ძირითადად დამოკიდებულია რეკლამაზე, რომლის დამკვეთთა წყარო შეზღუდულია, ხოლო საქართველოს ბანკები არ სთავაზობენ მედიასაშუალებებს სპეციალურ სესხებს, რადგან ისინი არ მიიჩნევენ მედიას განსაკუთრებული ტიპის ბიზნესად.
მხარდამჭერი ინსტიტუციების ნაწილში შედეგი 2014 წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში პროფესიული გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მუშაობენ იმისათის, რომ გააძლიერონ მედიასაშუალებები და ინდივიდუალურად- ჟურნალისტები, თუმცა ყველა მათგანი არაა მოქმედი.
ყველაზე დამოუკიდებლად და მიუკერძებლად დაასახელეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის პოპულარიზებას მთელ საზოგადეობაში. ურყოფითად შეფასდა საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახურვა, თუმცა საიამ დააანონსა, რომ ისინი კვლავ გახსნიან ცენტრს, რომლის მიზანიც ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებაა.
აღნიშნულ კვლევის შედგენისათვის 2015 წლის 5 დეკემბერს ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მედიის 16-მა სპეციალისტმა მიიღო.
მედიის მდგრადობის კვლევას წელს დაემატა კიდევ ერთი კრიტერიუმი- როგორ აფასებენ მედიის საქმიანობას მისი მომხმარებლები. ამ მიზნისთვის ჩატარდა ფიკუს-ჯგუფი იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან მედიაში დასაქმებული. მათ მედიის საქმიანობა 1.9 ქულით შეაფასეს.
ანგარიშის ავტორი ეკა ბასილაია განმარტავს, რომ ასეთი დაბალი შეფასება განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ მედია არ ასახავს იმ მოლოდინებს, რაც აქვთ მედიის მიმართ.
ლეონ მურსემ, IREX-ის დირექტორის მოადგილემ მედიის მდგრადობის განვითარების მიმართულებით, განაცხადა, რომ 2001 წლის შემდეგ, რა პერიოდიდანაც ეს კვლევა ტარდება, საქართველო 2008 წლამდე მდგომარეობას იუმჯობესებდა, 2008 წლიდან 2013 წლამდე მდგომარეობა ისევ გაუარესდა, თუმცა 2013 წელს საქართველომ მდგრადთან მიახლოებულ კატეგორიაში გადაინაცვლა და დღემდე ინარჩუნებს ამ კატეგორიაში ადგილს.
მორსემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონში მედიის მდგომარეობა კარდინალურად არ გაუმჯობესებულა, თუმცა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.