ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა აბულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით თავს დაესხნენ

26 აპრილი, 2016 • 2249
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა აბულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით თავს დაესხნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა აბულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო რუსთავის მერიის მაღალჩინოსნებმა 25 აპრილს სცემეს.

მამუკა აბულაძე აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბარში შეცვივდა 8 პიროვნება, რომლებიც პირადად მას ემუქრებოდნენ.

“რვა ადამიანი, მერიის თანამშრომლები, მაღალი თანამდებობის პირები, მომვარდნენ. დაზუსტებით ვიცი, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც გამისწორდნენ. შემომივარდნენ კერძო დაწესებულებაში ეს ადამიანები ათასნაირი მუქარის შემცველი სიტყვებით”, – განუცახადა “რუსთავი 2”-ს მამუკა აბულაძემ.

აბულაძის განცხადებით, თავდამსხმელები ამბობდნენ- “თქვენი ბოგინი უნდა დასრულდეს” და მსგავსი შინაარსის შემცველ წინადადებებს.

შსს აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი