10:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში პირველი ეროვნული კიბეროლიმპიადა – „კიბერ კუბი 2016“ გაიმართება.
11:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, III სართული)
11:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა “უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის” პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)
11:00 საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.
მის: ი.ჭავჭავაძის #1(ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
11:00 სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კონფერენციას თემაზე „ქალების გაძლიერება სამუშაო ადგილებზე“ გამართავს.
11:00 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტარი, “ეროვნული ფორუმის” წევრი თემურ მაისურაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00 საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ზაზა მარჯანიშვილის პროექტის „სამოსელი პირველი“ პრემიერასთან დაკავშირებით.
13:00 „მემარცხენე ალიანსის„ ახლგაზრდული ორგანიზაცია თბილისში, საქართველოს პარლამენტთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს ლოზუნგით: “პოლიეთილენი – საუკუნის ნაგავი”.
15:00 სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში დაგეგმილი მრგვალი მაგიდის „აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი” ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმსჯელებენ პროგრამულ ხედვებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
17:00 თბილისში, სასტუმროში „ რედისონ ბლუ ივერია “ პროექტის – ,,ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორისმობილიზაციის გზით “ – დასკვნითი პრეს კონფერენცია გაიმართება.
17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – კონსერვატორები” ინიციატივით გაიმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
მის: გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა, 5 მკ/რ. (გლდანის პროფესიოული მომზადების ცენტრი)
18:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის “SOS თბილისი: მწვანე აქტივიზმი მწვანე პოლიტიკისთვის” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტის „SOS თბილისი: გარემოსდაცვითი სამოქალაქო მონაწილეობის გამოწვევები საქართველოში” შედეგები, სამეცნიერო სტატია და პოლიტიკის დოკუმენტი.
19.00 „ლოლიტაში“ გაიმართება ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფისა და „მაგნუმის“ სააგენტოსწევრის ანტუან დ’აგატას წიგნის „დაბნელება“ პრეზენტაცია.
19:30 მოძრაობის თეატრში ჯგუფ „GANKINO CIRCUS“-ის შოუ-კონცერტით პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება.