ახალი ამბები

სტუდენტების აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!” სუს-ის შენობასთან დასრულდა

25 აპრილი, 2016 • 1433
სტუდენტების აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!” სუს-ის შენობასთან დასრულდა

“აუდიტორია 115”-ის სტუდენტების ორგანიზებული აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან 20 საათზე დასრულდა.

სტუდენტებმა აქციაზე მოითხოვეს, რომ “ოდეერებმა” დატოვონ უნივერსიტეტები და შეწყდეს “აუდიტორია 115”-ის წევრების ოჯახებზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მუდმივი ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ სტუდენტები აქტივობას ჩამოშორდნენ.

სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო, მათ მსვლელობით გაიარეს მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირის გავლით მივიდნენ ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს სუს-ის შენობა.

მსვლელობის მიმდინარეობის დროს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მაინც გააგრძელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი