ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პრემიერს დიალოგს სთავაზობს

25 აპრილი, 2016 • 4739
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პრემიერს დიალოგს სთავაზობს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა”, რომელიც არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიალოგისთვის იწვევს. თავიანთი მოთხოვნა “თეთრი ხმაურობის მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ბექა წიქარიშვილმა ორგანიზაციის მიერ გამართულ შეკრებაზე გაახმიანა. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” მხარდამჭერების სახელით სთხოვს პრემიერს, რომელიც ამბობს, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრეა, პირადად მივიდეს და შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც რეპრესირებულნი არიან არსებული ნარკოპოლიტიკის მიერ, რათა ნახოს, რა არის ქართული ნარკოპოლიტიკა, რასთან გვაქვს საქმე და გავიგოთ, რისი გაკეთება შეუძლია პრემიერს ამ პრობლემების მოსაგვარებლად,” – ამბობს  წიქარიშვილი.

“თეთრი ხმაურის მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის ბრძოლა უკვე ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლად იქცა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მოქმედებს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. მათი განცხადებით, ყოველდღიურად მინიმუმ 112 ადამიანი იძულებით გადაჰყავთ ნარკოტესტირებაზე, ხოლო პოლიცია რეგულარულად ძალადობრივ და ღირსების შემლახავ მეთოდებს იყენებს.

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის – თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“მე მახსენდება ლევან აბზიანიძის შემთხვევა ქუთაისში, შარდმდენი აბებით მოკლული ლევან აბზიანიძე და სულ რამდენიმე დღის წინ თელავში მეტადონის ბენეფიციარის შემთხვევა, რომელიც პოლიციელების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა,” – ამბობს ბექა წიქარიშვილი. მისი თქმით, გარდაცვლილი ე.წ. ნარკოტიკულ შიმშილს განიცდიდა და კუთვნილი პრეპარატის არმიწოდების გამო გარდაიცვალა. წიქარიშვილის თქმით, ეს ორი შემთხვევა საკმარისია სისტემის ძალადობრივი ხასიათის წარმოსაჩენად. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ოთხშაბათს ამ თემაზე აქციის გამართვას გეგმავს.

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის – თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თეთრი ხმაურის მოძრაობა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს ნარკოპოლიტიკის საკითხის მოსაწესრიგებლად, მათ შორის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC). EMC-ის იურისტმა, გურო იმნაძემ შეხვედრაზე მოხსენება წაიკითხა, მან ყურადღება გაამახვილა სასჯელის ზომებზე, რაც მისი აზრით არაადეკვატურა. იურისტი ამბობს, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს პირადი მოხმარებისთვის დადგენილი ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური დოზირება: “თუ დღესდღეობით, საქართველოს კანონმდებლობით, გვაქვს 203 სახეობის ნარკოტიკული საშუალება, მათგან 147-ს არ აქვს განსაზღვრული მცირე და საშუალო ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც ითვლება დიდ ოდენობად და ადამიანები  მინიმალური ოდენობით ასეთი საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლოა 28 წლამდე ციხეში აღმოძნდნენ”.

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის – თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შეხვედრა კლუბ “ბასიანში” გაიმართა. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ჩართულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფორმირებაში. მათი საერთო მიზანია კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლლად სათემო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების გაერთიანება. შეხვედრის ბოლოს,  შეკრებილ საზოგადოებას ორგანიზაციამ საკუთარი მანიფესტი გააცნო და რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა:

  • მოხდეს არსებული ნარკოლოგიური საშუალებების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაცია
  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების პრაქტიკა
  • მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობის ადეკვატურად განსაზღვრა
  • მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია
  • მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არსებული ჯარიმების შემსუბუქება
  • მოხდეს წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციის და ზიანის შემცირებსი სერვისების დანერგვა და ამისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფა
  • შეწყდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა სტიგმარიზაცია, მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით დისკრიმინაცია

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებმა საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს, რათა მათი სათქმელი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე მივიდეს, რომლებსაც გარდაუვალი ცვლილებების გატარებას მოსთხოვენ. მოძრაობის განცხადებით, სწორედ ახლაა ბრძოლისა და მოქმედების დრო.

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საყოველთაო შეკრება ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის – თეთრი ხმაურის მოძრაობა 24.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი