ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ

15 აპრილი, 2016 • 2033
კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ

” მიმაჩნია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია არ უნდა გავაკეთოთ, რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ,” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გააკეთა:

“ჩემი აზრი პირადად გახლავთ ასეთი, რომ ჩვენ  არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება და შეფასებები ამ კუთხით უნდა იყოს ერთმნიშვნელვანი. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა, დავაპატიმროთ. არასწორი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ამით ჩვენ ამ ახალგაზრდებს შეიძლება დავუნგრიოთ სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მან მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი,”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ეცდება:

“მე ვეცდები ყველანაირად, რომ ამ კუთხით მოსაზრებების, მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინო და ცვლილებებიც განვახორციელო.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი