ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთს სძლია

24 აპრილი, 2016 • 1318
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთს სძლია

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრის ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე მისასვლელად უნგრეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრებებს სძლიეს.

ამ გამარჯვებით საქართველო ევროპის ჩემპიონი მერვედ გახდა.

ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედლით ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში გუნდური პირველი ადგილი უკვე დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი