ახალი ამბები

ანონსი: 25 აპრილი

24 აპრილი, 2016 • 1266
ანონსი: 25 აპრილი

10:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: “რამდენიმე დღის წინ კოჯორში აღმოჩენილი მოკლული ახალგაზრდის გურამ კვეზერელის და მისი დედის ნატო კვეზერელის მკვლელობაში ბრალდებული ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის მიერ ჩადენილიზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის გამო, უვადო თავისუფლების აღკვეთას უკვე 7 წელია უდანაშაულო, მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე იხდის”. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი-ინში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ გამართავენ -„იუსტციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას“. ანგარიშის წარდგენას გახნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და USAID დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დევიდ სთოუნჰილმი.

11:00 საათზე, სასტუმრო „Tbilisi Rooms Hotel“–ში პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია – გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“ პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდული ცენტრი“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „პოზიცია“ გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომელიც შეეეხება კონგრესმენი სტივ რასელის კონგრესში გამოსვლას. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება ღია წერილი, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები გადაუგზავნიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ იან კელს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: სტივ რასელის განცხადება, IRI-ს კვლევები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:30 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით: აცერი და დაიცავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი