საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრის ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე მისასვლელად უნგრეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრებებს სძლიეს.
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადასცემს.
ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედლით ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში გუნდური პირველი ადგილი უკვე დაიკავეს.








