ახალი ამბები

ანონსი – 22 აპრილი

22 აპრილი, 2016 • 1500
ანონსი – 22 აპრილი

წარმოგიდგენთ 22 აპრილს გასამართ ღონისძებათა ანონსს:

09:30  სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში.“ ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს(სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

11:00 თბილისში (სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში), საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი  (GCSD) გამართავს  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნება ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები, აგრეთვე, კომიტეტის მონიტორინგის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები. პრეზენტაციას (დისკუსიას) დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

11:00 პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შუალედურ არჩევნებზე  ქართული ოცნების კანდიდატებს წარადგენს : 11:00 საათზე კასპში, მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში; 16:00 საათზე წყალტუბოში; 18:00 საათზე კი ზუგდიდში.

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად საკრებულოში ბრიფინგს გამართავს. თემა: კომუნალური ვაუჩერი. მის: თავისუფლების N2

11:00 ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი საბჭოს ხელმძღვანელები – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტი ჟან-ელი მალკინი „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ბრიფინგს გამართავენ. მის: აკ. წერეთლის ქ.#144, თბილისი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

11:00 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი ლიდერი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერ მინოსტრის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე სხვა მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: დავიწყებული კანონპროექტი კვოტირების შესახებ, საარჩევნო ბარიერი და მოსახლეობის განწყობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართება 170-ე ბაგა-ბაღში, ვერაზე. აქცია-პროექტში 70-მდე 3-4 წლის ასაკის ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის ‘ეკო ხედვა’, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სოლიდარობის ფონდის და ‘მომავლის სოფელის’წარმომადგენლები. ღონისძიების ინტელექტუალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ბავშვები მშობლებთან და სტუმრებთან ერთად დაასუფთავებენ ბაღის პავილიონს და ეზოში დარგავენ ნერგებს. ღონისძიების ადგილი: ვერა, შანიძის ქ. 28.

12:00 “პირველ პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00  საქართველოს ტექნოპარკში, მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტი და ინტელექტუალი ჰერნანდო დე სოტო საჯარო ლექციას გამართავს თემაზე Mystery of Capital. დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, ინოვაციების ქ. N7 (ოქროყანა). გაზეთმა Handelsblatt იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, Time და Forbes – წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს „ტოპ 13 საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა. ჰერნანდო დე სოტო გახლავთ თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი და BitFury Group მრჩეველთა საბჭოს წევრი.

12:00 პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში,საქართველოს პარლამენტის ორგანიზებითგაიმართება კონფლიქტის ზონების სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ქალების შეხვედრა ქალ პარლამენტის წევრებთან,რომლებიც „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ქალები თემის გაძლიერებისთვის“ ბენეფიციარებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე პარლამენტის წევრები პროექტში ჩართულ ქალებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

15:00 ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია – „ყველა ბავშვი ოჯახში“, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი დაესწრებიან. მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი.

20:00 ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა#7, ოქროყანა, თბილისი)  მსოფლიოს სარეკლამო სფეროს უდიდესი საერთაშორისო ფესტივალის ,,Cannes Lions-ის“ შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი