ახალი ამბები

ლოცვა პარლამენტში სამუშაო დროს [video]

21 აპრილი, 2016 • 1302
ლოცვა პარლამენტში სამუშაო დროს [video]

დღეს, 21 აპრილს პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში ლოცვა აღავლინეს. რელიგიურ რიტუალს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

“ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ ესწრებოდნენ აპარატის თანამშრომლები ლოცვას სამუშაო დროს, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე შემდეგნაირად პასუხობს:

“ეზოში რომ ადამიანი გავიდეს, ფეხში უნდა მივყვეთ? ვერ გავიგე, რას მეუბნებით. რა გათავისუფლება სჭირდება ადამიანს, რომ ეზოში გამოვიდეს?”

მისივე თქმით, შესვენების დრო რეგლამენტირებული არ არის და შესაძლოა ამ დროის განმავლობაში იყვნენ სამლოცველოში:

“შესვენების საათი მკაცრად არ არის რეგლამენტირებული. 12 საათიდან პირველ საათამდე, თუ პირველიდან 2 საათამდე. ადამიანს ერთი საათი ეკუთვნის შესვენება და მისი გადასაწყვეტია, როდის დაისვენებს, ” – განაცხადა გოშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი