ახალი ამბები

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს

20 აპრილი, 2016 • 1187
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ათმა პარტიამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, პრიორიტეტული საარჩევნო გარემოს შეცვლაა:

“საბჭოს მიზანია, იმოქმედოს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ამისათვის მიმართოს, როგორც საპროტესტო კამპანიის გზას და ფორმას, ისე საინფორმაციო უზრუნველყოფის გზას. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ამიტომ ჩვენ გავაერთიანეთ ეს ძალები არა იდეოლოგიის მიხედვით, არამედ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არის დემოკრატიის დაცვის კუთხით,”- აღნიშნავს ინაშვილი.

“ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოში” გაწევრიანებული არიან “პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი საქართველო”, “ევროპელი დემოკრატები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”,  “ტრადიციონალისტთა კავშირი, “ქრისტიან-დემოკრატები”, ეროვნულ- დემოკრატიული პარტია”, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, “პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”, პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები”. საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით არიან “ლეიბორისტები” და ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”. საბჭოს მდივანი ზურაბ ხარატიშვილია, ხოლო სპიკერი ირმა ინაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი