ნეტგაზეთი | პულიცერის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ პულიცერის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – Netgazeti

პულიცერის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19 მარტს, 2016 წლის პულიცერის პრემიის რიგით მე-100 ცერემონიაზე გამარჯვებულები 20 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების, საუკეთესოს ფოტოებისა და წიგნების ავტორები.

ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საჯარო სამსახური: Associated Press
ჯილდო მედიასაშუალებას იმ საგამოძიებო მასალის გამო გადაეცა, რომელმაც ამერიკის სუპერმარკეტებში შეტანილი ზღვის პროდუქტების წარმომავლობა დაადგინა. შედეგად, 2,000 ადამიანი მონური შრომისაგან გათავისუფლდა და შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების ინიციატივა გაჩნდა.

ახალი ამბების გაშუქება: Los Angeles Times-ის ჯგუფი
ჯგუფს ჯილდო გადაეცა სან ბერნარდინოს ტერორისული აქტისა და თანმდევი მოვლენების საუკეთესო გაშუქებისათვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პერსპექტივიდან.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნაშრომი: ლეონორა ლეპეტი, ანტონი კორმიერი (Tampa Bay Times) და მაიკლ ბრაგა (Herald-Tribune)
ფლორიდის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში პაციენტებისადმი გულგრილი დამოკიდებულებისა და ოფიციალური პირების ბრალეულობის შესახებ მომზადებული მასალა, ჟიურის აზრით, ორ გამომცემლობას შორის თანამშრომლობის საუკეთესოს მაგალითია.

განმარტებითი გაშუქება: კრისტიან მილეტი (ProPublica) და კენ ამსტრონგი (The Marshall Project)
ჟურნალისტების კვლევა ეხებოდა სექსუალური ძალადობის შემთხვევების არასრული გამოძიების პროცესს და მსხვერპლთა პოსტტრავმულ მდგომარეობას.

ადგილობრივი გაშუქება: The Washington Post
გამომცემლობამ შექმნა ბაზა იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენ ადამიანს კლავენ პოლიციის ოფიცრები დაკავების დროს და ყველაზე ხშირად ვინ არიან მსხვერპლები.

საერთაშორისო გაშუქება: ალისა რუბინი (The New York Times)
ჟურნალისტმა მოამზადა გაუსაძლის პორობებში მყოფი თანამედროვე ავღანელი ქალების ისტორიები.

სირიელი ლტოლვილები ბერძნულ სოფელში შედიან. ფოტო: REUTERS/Yannis Behrakis

სირიელი ლტოლვილები ბერძნულ სოფელში შედიან. ფოტო: REUTERS/Yannis Behrakis

ახალი ამბების ფოტოგრაფია: მაურისიო ლიმა, სერგეი პანოვარევი, ტაილერ ჰიკზი და დანიელ ეტერზი (The New York Times) – ფოტოგრაფებმა სირიელი ლტოლვილთა მძიმე გზა აღწერეს. ასევე, დაჯილდოვდა Thomson Reuters-ის ფოტოგრაფთა ჯგუფი, რომლებმაც მიგრანტებთან ერთად გაიარეს გრძელი, მათთვის უცნობი გზა.

მხატვრული ფოტოგრაფია: ჯესიკა რინალდი (The Boston Globe)
ფოტოგრაფმა გადაიღო ბიჭის ისტორია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა მათი მხრიდან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა.

მხატვრული ნაწარმოები: “მხარდამჭერი” (The Sympathizer), ავტორი – ვიეტ თან ნგიენი
წიგნში ასახულია ვიეტნამელი ემიგრანტის ცხოვრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ისტორიული ნაწარმოები: “კასტერის სასამართლო – ცხოვრება ახალი ამერიკის საზღვარზე”, ავტორი – თი ჯეი სტაილზი
წიგნში აღწერილია ამერიკელი ჯარისკაცის ამბავი, რომლის ცხოვრებაში სიკვდილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ აღმოჩნდა.

ბიოგრაფია ან ავტობიოგრაფია: “ბარბაროსული დღეები – მძვინვარე დღეები”, ავტორი – ვილიამ ფინეგანი
ეს არის მწერლის ავტორბიოგრაფია ახალგაზრდული აკვიატებებიდან პროფესიონალის კარიერამდე.

პოეზია: ოზონის ჟურნალი, პიტერ ბალაკიანი

ფილმი: ჰამილტონი, ავტორი – ლინ-მანუელ მირანდა

მუსიკა: In for a Penny, In for a Pound, ავტორი – ჰენრი თრედგილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი