ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ამავე უნივერსიტეტის 5 მოშიმშილე ლექტორს მიმართავს, რომ შიმშლობა შეწყვიტონ.

სტუდენტების ნაწილმა დღეს, 18 აპრილს, პრიფინგი გამართა, სადაც სტუდენტების სახელით სტუ-ს საჯარო მმართველობის მაგისტრმა მაია ჯახაიამ ისაუბრა. მაია ჯახაიას თქმით, შიმშილობით ლექტორები სასამართლოზე, სტუდენტებსა და უნივერსიტეტზე ზეწოლას ცდილობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთმა ლექტორმა უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ისინი აცხადებენ, რომ რექტორს არ ჰქონდა უფლება, მესამედაც მიეღო მონაწილეობა რექტორის არჩვენებში.

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლექტორები უნდა დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო მანამდე არ უნდა ეცადონ სასამართლოზე ზეწოლის მოხდენა.

“ვიცით, რომ აქციის ორგანიზატორები ითხოვენ გარე ძალების დახმარებას უნოვერსიტეტის შიდა პროცესებში, რაც ჩვენი აზრით გამოიწვევს სტუდენტებს შორის დაპირისპირებას, რაც არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა უნივერსიტეტში”, – განაცხადა მაია ჯახაიამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს უშლის სასწავლო პროცესს, რადგან სხვადასხვა შეხედულების მქონე სტუდენტების დაპირისპირების პროვოცირებას იწვევს. სტუდენტები დიალოგის გზით საკითხის მოგვარებას უჭერენ მხარს.

საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის ხუთმა ლექტორმა აქცია-შიმშლობა 12 აპრილს დაიწყო. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭორს 5 წევრისა და დაწესებულების კანცლერის არჩევნების კანონიერების საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.

ერთ-ერთმა მოშიმშილე ზაზა მიქაძემ დღეს, 10 საათიდან მშრალი შიმშილობა დაიწყო. დღეს მასთან შიმშლობით გამოწვეული პრობლემების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. მისი გადაყვანა საავადმყოფოში საჭირო არ გამხდარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს ფოტო: მიშა მეფარიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 ლექტორი შიმშილობს. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავენ ლექტორებს შეწყვიტონ შიმშილობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავენ ლექტორებს შეწყვიტონ შიმშილობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავენ ლექტორებს შეწყვიტონ შიმშილობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავენ ლექტორებს შეწყვიტონ შიმშილობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com