ახალი ამბები

ნიკოლა სარკოზის გამოსვლა თავისუფლების მოედანზე [სრული ტექსტი]

7 ოქტომბერი, 2011 • 1548
ნიკოლა სარკოზის გამოსვლა თავისუფლების მოედანზე [სრული ტექსტი]

ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი: ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, 2008 წელს, 12 აგვისტოს, ღამით თბილისში ჩამოვედი. თქვენ ათასობით იმყოფებოდით პარლამენტის წინ, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურაცხყოფის გამო, თქვენს ქვეყანას რომ მიაყენეს და გამოგეხატათ თქვენი მტკიცე ნება მისი დამოუკიდებლობის გადასარჩენად.

სამი წელი გავიდა და აქ, თავისუფლების მოედანზე, გულწრფელად ბედნიერი გახლავართ და შემიძლია მივმართო დამოუკიდებელ ხალხს.
სამი წელიწადი გავიდა, ცეცხლი შეწყდა და იარაღის ჟღარუნი აღარ ისმის, მაგრამ ომისგან მოტანილი, სიკვდილითა და ტანჯვით მიყენებული იარები როდი მოშუშებულა.

ათი ათასობით თქვენი თანამემულე იძულებული გახდა, მიეტოვებინა სახლ–კარი და იმ შიდა კონფლიქტის შედეგად გამოდევნილი ასობით– ათასობით თანამემამულეთა რიგებს შემატებოდა.
ათასობით ოჯახი გაიყო და მას შემდეგ ვეღარ ახერხებს შეხვედრას, ერთმანეთთან დალაპარაკებას და მათ შორის უხილავი კედელი აღიმართა.

თქვენი ტერიტორიის ერთი ნაწილი წაგართვეს. ეს ისეთივე მწავევე ტკივილია, როგორც მოკვეთილი კიდური, რომლის არსებობასაც მაინც გრძნობ.
ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არათუ დარჩა, არამედ გაძლიერდა თქვენს კართან, გამყოფი კარის გადაღმა.
ამ განვლილმა სამმა წელმა ვერაფერი დააკლო საფრანგეთის ჩართულობასა და თქვენ გვერდით დგომას. საფრანგეთმა პირველმა განალაგა თავისი პროფესიონალი ჟანდარმები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რათა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია აგვეცილებინა. მაგრამ საფრანგეთი მიღებულ შედეგს არ ურიგდება.  

მე მინდა საზეიმოდ დავადასტურო ჩვენი, საფრანგეთისა და ევროპის, მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ.
კვლავაც მსურს დავადასტურო ჩემი ვალდებულება იმისა, რომ თვალი ვადევნო ხელშეკრულებას, რადგან ის ყველა მხარეებს პასუხისმგებლობას აკისრებს, ბატონო პრეზიდენტო.

აქ, თქვენ წინაშე, ხელახლა ვადასტურებ ქართველი ხალხის არჩევანს, თვითონ განსაზღვროს თავისი გზა, აირჩიოს მოკავშირეები და თავისუფლად აირჩიოს მომავალი.

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ჩვენ შევძელით სწაფად შეგვეჩერებინა ომი, მაგრამ სწრაფად ომის შეჩერება კიდევ არ ნიშნავს, რომ მშვიდობა დავამყარეთ. ჭეშმარიტ მშვიდობას მხოლოდ მოთმინებითა და მიზანდასახულობით თუ ავაშენებთ.
საფრანგეთი ნებისმიერ ერზე მეტად აცნობიერებს თქვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად გამოწვეულ ტკივილს, ძალიან მძიმე განცდაა სეპარატიზმი. საფრანგეთი ნებიმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად გრძნობს ყველა სახლიდან გამოძევებულ ოჯახებისა და მიწასმოწყვეტილ პირთა ტკივილს. არც ერთმა ქვეყანამ არ იცის ისეთი სიმძაფრით, რას ნიშნავს ქვეყნის გახლეჩა. ეს ის არჩევანია, რომელიც საფრანგეთმა და გერმანიამ 1945 წელს დამანგრეველი კოფლიქტის შედეგად გააკეთა.

ეს იყო ორი შორსმჭვრეტელი ადამიანის, შარლ დე გოლის და ადენაუერის, მიერ ხალხებს შორის შერიგების გზაზე დაყენება. და დღეს, ბატონო სააკაშვილო, საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა, ისინი შერიგებული და დაძმობილებული ქვეყნები არიან.  გულწრფელად მინდა, საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდო, რომ ეს იგივე გზაა, რომელსაც თქვენი ქვეყნები უნდა დაადგნენ, რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან დაპირისპირება გამოსავალი არაა.

საქართველომ აჩვენა თავისი გზა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპული პარმალნეტის წინაშე საზეიმოდ აიღო ვალდებულება, არასოდეს  გამოეყენებინა ძალა საქართველოს ორივე წართმეულ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად და 2008 წლის შეთანხმებით სხვა წევრებმაც უნდა იკისრონ და იგრძნონ ეს ვალდებულება. ალბათ ეს ბუნებრივი სვლაც უნდა იყოს.
მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა შეძლონ  აფხაზეთსა და ოსეთში შესვლა, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ მოსახლეობის უფლებები დაცულია.
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იძულებით გადაადგილებული პირებს უნდა მიეცეთ საშუალება, დაუბრუნდნენ თავიან სახლებსა და მიწას.  რომ გაყოფილმა მხარეებმა შეძლონ საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა.
თითოეული მხარე აქტიურად და გულწრფელად უნდა იყოს ჩართული ჟენევის დისკუსიებში, რადგან მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შეიძლება უნდობლობის გადალახვა და მთავარი პრობლემების გადაჭრა. მიღებული უნდა იყოს ნდობის აღდგენის ზომები სტაბილურობის მიღწევის მიზნით.

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს. მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია და ჩვენ ერთად, ევროპელები და რუსები, უზრუნველვყოფთ ხალხების მდგრად კეთილდღეობას. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინც უნდა გახდეს რუსეთი საქართველოსთვის. ქართველმა და რუსმა ხალხმა საბჭოური კომუნიზმის 70 –წლიანი ერთი და იგივე ტრავმა გადაიტანა, მაგრამ ორივემ შეძლო ფეხზე წამოდგომა. ასობით, ათასობით თქვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში, ხოლო მოსკოვში კი, თბილისის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. თქვენი ბიზნესმენები მოსკოვში აბანდებენ კაპიტალს. ხოლო მრავალი რუსი კოლეგა ჩამოდის აქ თქვენი ეკონომიკის დინამიკური განვითარებით რომ ისარგებლოს. რათა ისარგებლონ მრავალფეროვანი კლიმატით, ტურიზმით.
ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატეობა დიალოგს მიენიჭოს. ნდობის აღდგენის მიზნით კი საჭიროა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
ნდობის აღდგენის მიზნით თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და რომ მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერანაირად ვერ ჩაენაცვლება. ყველამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს, როგორც ნებისიერ სხვა ქვეყანას, უფლება აქვს, განსაზღვროს თავისი გზა და თავისუფლად აირჩიოს თავისი მეგობრები და მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება, შევიდეს  ნატოში, თუ მის ხალხს ასე სურს.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველო თავისუფალია გამოხატოს თავისი მისწრაფება, შეუერთდეს ალიანსს, რადგან ეს მისწრაფება არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი.

ვარდების რევოლუციის მეორე დღეს, რომელმაც საფრანგეთში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, თქვენი საზოგადოება მაშინ გაყოფილი იყო, თქვენი ეკონომიკა იყო ძალიან დასუსტებული და მთელი ქვეყანა ერთგვარი ეჭვით იყო შეპრყობილი. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს. მაგრამ მაინც რამხელა გზაა გავლილი მას შემდეგ. აღდგენილია ქვეყანში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის დისტრიბუცია, შეკეთდა თქვენი გზები და განვითარდა ინფრასტრუქტურა. ქვეყანაში აღდგა უსაფრთხოება და ისეთ დონეზე, რომ თბილისს კრიმინალის თვალსაზრისით ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს. თქვენი პოლიციის განყოფილებები გამჭვირვალეა, ისევე, როგორც პოლიცია, რომელიც ადრე მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულთა შორის იყო, რასაც დღეს საქართველოს მოსახლეობაც ერთხმად ადასტურებს.

2004 წლის შემდეგ თქვენი ქვეყნის სიმდიდრე 10– ჯერ გაიზარდა.

შიდა რეფორმებისა და გახსნილობის სტრატეგია თქვენი ქვეყნის საუკეთესო შანსია,  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ მათი მომავალი არის ამ ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და ფსევდო, დამონებულ ქვეყანაში.

ამ რეფორმების სტრატეგიის გაგრძელება ასევე არის თქვენი ქვეყნის საუკეთესო საშუალება, რათა ევროკაშვირიც დაარწმუნოთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.

მე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ თქვენი ქვეყანა თავისი კულტურით, განვითარების არჩევითა და ფასეულობებით ევროპულია და ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა რეფორმებზე და დემოკრატიის გაღრმავებაზე. ხოლო რაც შემეხება მე, გულწრფელად გეტყვით, რომ როცა თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია.

საფრანგეთსა და საქართველოს გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე ის ავბედითი 2008 წლის აგვისტოს საშინელი დღეებისა და ღამეების მოგონება.
როდესაც თქვენმა ქვეყანამ მიიღო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელმაც ქალთა საარჩევნო ხმის უფლება ცნო, როცა თქვენმა ახალგაზრდა მთავრობამ საფრანგეთში პოვა თავშესაფარი, გაქცეოდა ბოლშევიკური არმიის შემოსევას. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მან საფრანგეთში საქართველოს თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილის შენარჩუნება მოახერხა საფრანგეთის მიწაზე, სადაც განისვენებს მრავალი დიდი ქართველი, რომლებიც, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მსგავსად, თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ. იმ საქართველოზე, რომელსაც თქვენ განასახიერებთ დღეს.

მე სრულიად ვუჭერ მხარს ქართული კულტურის ცენტრის გახსნის პროექტს ამ ფრანგულ სოფელში, რომელიც ყველა ქართველისათვის მოგონებების ადგილია და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბრძოლის ველებზე დამყარდა სისხლით ნათესაური კავშირები. ქართველი დიმიტრი ამილახვარი 1942 წელს გმირულად დაეცა ლიბიაში. იგი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, რომელსაც საფრანგეთის სიამაყე უწოდეს. ჩვენი ჯარისკაცები დღესაც გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, რათა დაამარცხონ ტერორიზმი.
8 წლის წინათ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძგით საქართველო გამოწვევას შეეჭიდა. ჩვენი საწარმოები, ფირმები დაგეხმარებათ ეკონომიკურ აღმავლობაში. და ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაში.

თქვენ წამოიწყეთ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა. წელს კავკასიის ფრანგული სკოლის გახსნით არაჩვეულებრივ შენობაში საფრანგეთი თქვენ გვერდით იქნება, რათა ჩამოყალიბდეს ხვალინდელი ელიტა, რათა ახალი ხიდები გაიდოს საფრანგეთს, ევროპასა და საქართველოს შორის.

თქვენი პრეზიდენტი და მისი მეუღლე სანდრა, რომლებიც ასე კარგად საუბრობენ ჩვენს ენაზე, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფრანგული ენის ფლობა საუკეთესო პასპორტია მაღალი თანამდებობების დასაკავებლად. მსურს, რომ მათ მსგავსად, თქვენმა ახალგაზრდობამაც მიიღოს განათლება მთელი მსოფლიოს ფრანკოფონური უნივერსიტეტების ქსელში.

გასული საუკუნის დასაწყისში, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს თვეში, საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთს ბედუკუღმართობისა და განსაცდელის ჟამს შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრებისას ჩვენს ხალხებს შორის ღრმა მეგობრობა დამყარდა. ამ საღამოს მე მოვედი აქ, თავისუფლების მოედანზე, რომ ამ მეგობრობის ზეიმში მივიღო მონაწილეობა. მოვედი, რათა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთი, ისევე, როგორც გუშინ, თქვენთან ერთად იქნება. თქვენ გვერდში იქნება, თქვენი ერთგული მეგობარი იქნება, რათა დავუახლოვდეთ უფრო ევროპას. საფრანგეთი თქვენი ერთგული სამუდამო მეგობარია, რომლის იმედიც საქართველოს მუდამ შეიძლება ჰქონდეს. გაუამრჯოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობას, გაუმარჯოს ამ ორ გმირ ხალხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი