აშშ-ის საელჩო თბილისში მადლობას უხდის საქართველოს საგამოძიებო უწყებებს იმისათის, რომ აშშ-ის ელჩის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყეს.
“აშშ-ის საელჩო აფასებს იმ სერიოზულობას, რომელიც გამოიჩინა საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, სუს-მა და შს სამინისტრომ იმ მუქარის საპასუხოდ, რომელიც ელჩ იან კელის მისამართით გაჟღერდა”, -ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო ასევე აცხადებს, იმის გამო, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დღეს, 15 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა ს.წ-ს, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული.