ახალი ამბები

ანონსი – 15 აპრილი

15 აპრილი, 2016 • 1270
ანონსი – 15 აპრილი

წარმოგიდგენთ 15 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:15  თბილისში, სასტუმრო „რედისონში”  საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირისა (IRU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთოტრანსპორტის სააგენტოს“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

10:00 ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7) საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“.

10:00 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგებს წარადგენენ.

11:00 სასტუმრო „თბილისი რუმსი“ (მერაბ კოსტავას ქ. 14) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამართავენ საჯარო განხილვას ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროს თემატიკაზე.

11:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტის აქტი, NDI-ს კვლევა და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და დაზარალებული პირი – გიორგი ქადაგიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სერგო თეთრაძის საქმეში ძებნილ პირს მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად სხვის საკუთრებაში არსებული ქონება გადასცა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნ.რამიშვილის #6

12:00 “პირველ პრესკლუბში” ა/ო “ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებებისათვის” ხელმძღვანელი მაკა გაბელაია ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალური ორიენტაციის საზოგადოებრივი პროექტი: თბილისი ხელებგაწვდილი ადამიანების გარეშე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 „მემარცხენე ალიანსის„ თავმჯდომარე კახა ძაგანია და სხვა ლიდერები NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით ამერიკის ელჩს საპროტესტო წერილს გადასცემენ. მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქ #11

13:00 საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის განხილვა გაიმართება. ანგარიშს წარადგენს ინსპექტორი თამარ ქალდანი, რომელიც თავის მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე და მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

14:00 სახალხო დამცველი სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi”–ში გაიმართავს  საჯარო დებატებს თემაზე: „შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მიღწევები და გამოწვევები’’. საჯარო დებატებზე განხილული იქნება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ 2012 წლის 8 ივნისს საქართველოს შესახებმომზადებულ ანგარიში, მასში მოცემულ რეკომენდაციები, შესრულების მდგომარეობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კუთხით ამჟამად არსებულ გამოწვევევებზე.

15:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების 2

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების 2

16:00 ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის  დაბადებიდან  260 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა სახლის დარბაზში შემეცნებით-საგანმანათლებლო კონცერტი ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სოლისტები, რომლებიც ვ.ა. მოცარტის უკვდავ მუსიკას შეასრულებენ. საღამოს, მუსიკისმცოდნე ირინა იმნაძე გაუძღვება. დასწრება  თავისუფალია.                                                                  

18:30 საჯარო განხილვა DF Talk: ცვლადი დინამიკა საქართველოს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობებში. Frontline Georgia ლადო ასათიანის ქ. №62

19:00 კულტურის სამინისტროში  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტს გამართავს. კონცერტზე შესრულდება ი.ს. ბახის, ვ.ა. მოცარტის, ე. ელგარისა და ფ. შუბერტის ნაწარმოებები. ორკესტრს იაპონიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე და დირიჟორი – გიორგი ბაბუაძეუდირიჟორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი