ახალი ამბები

სანიკიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმატი შევთავაზეთ სტუდენტებს

14 აპრილი, 2016 • 1409
სანიკიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმატი შევთავაზეთ სტუდენტებს

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ სტუდენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმის ფორმატი შესთავაზა.

“ჩვენ ვისაუბრეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვერავის დავეთანხმები, რომ ცვლილებები არის ფორმალური. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმატი შევთავაზეთ ჩვენ სტუდენტებს, რომელშიც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 80% მათი მოთხოვნებისა, თუ არა მეტი, არის გათვალისწინებული და ასახული ისე, როგორც ამას მოითხოვდნენ. ასახულია არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფი ამ ცვლილებას მოითხოვდა, არამედ ასახულია სწორედ ის ცვლილებები, რომელიც საჭიროა აისახოს იმისათვის, რომ ის კონკრეტული მიმართულება უნივერსიტეტში, ახალგაზრდული მიმართულება, წარიმართოს კანონიერად, გამჭვირვალედ, ისე, რომელიც უზრუნველყოფს საუნვერსიტეტო ცხოვრებას. ის, რომ საუბარია ერთიანი სტრუქტურის არარსებობაზე, რომლის არსებობას ეწინაამდეგებიან იგივე “აუდიტორია 115″-ის წევრები, ამაზე გვქონდა განხილვა გუშინ. იყო არგუმენტები ჩვენი მხრიდან, აქვთ ნამდვილად თავისი არგუმენტები მათაც, მაგრამ ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ნებისმიერი ასეთი ცვლილება, რომელიც მთლიანად საუნივერსიტეტო ცხოვრებას ეხება, საჭიროებს დამატებით საჯარო განხილვებს, რომელზედაც მივიღეთ თანხმობა, რომ უნივერსიტეტებში ასეთი განხილვები გაიმართება”, – განაცხადა მინისტრმა.

თამარ სანიკიძის განცხადებით, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო განხილვები უნივერსიტეტებში, რის შემდეგაც სამინისტრო გაეცნობა შეთავაზებებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ განახორციელოს რეფორმა.

სანიკიძს განმარტებით, რეფორმა არ უნდა განახორციელოს მხოლოდ მთავრობამ ან სტუდენტთა რომელიმე ჯგუფმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი