ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი მოსკოვისგან შეღავათიანი კრედიტით იარაღს შეისყიდის

14 აპრილი, 2016 • 1264
ერევანი მოსკოვისგან შეღავათიანი კრედიტით იარაღს შეისყიდის

ერევანი და მოსკოვი ხვალ, 15 აპრილს, სომხეთის მიერ რუსეთისგან შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეირაღების შესყიდვაზე 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობითვე, 7 აპრილს სომხეთის პრემიერმა, ოვიკ აბრამიანმა რუს კოლეგას, დიმიტრი მედვედევს მისი ერევანში ვიზიტის დროს კოტრაქტზე ხელმოწერის დაჩქარება სთხოვა.

გუშინ, 13 აპრილს ერევანში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვით სწორედ რუსეთია დაინტერესებული, რეგიონში დესტაბილიზაცია შეიქმნას.

2016 წლის აპრილის დასაწყისში, ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მორიგი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ერევანს არ მოსწონს მისი პარტნიორი რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა.

დიმიტრი მედვედევი, ოვიკ აბრამიანი; აპრილი, 2016; ფოტო: სოხმხეთის მთავრობის ადმინისტრაცია

დიმიტრი მედვედევი, ოვიკ აბრამიანი; აპრილი, 2016; ფოტო: სოხმხეთის მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი