ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა შიდა სოციოლოგიური კვლევა საჯარო გახაადოს

14 აპრილი, 2016 • 1144
“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა შიდა სოციოლოგიური კვლევა საჯარო გახაადოს

“ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი შიდა კვლევებით მეორე ადგილზე მყოფ პოლიტიკურ ძალას “რამდენჯერმე უსწრებენ”. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში “ქართულმა ოცნებამ” ეს კვლევა საჯარო გახადოს.

კობახიძე არ ასახელებს  ორგანიზაციას, რომელმაც მათი დკვეთით კვლევა ჩაატარა. ის არც ზუსტ პროცენტულ მაჩვენებელს ამბობს:

“ჩვენსა და მეორე ადგილზე მყოფ ძალას შორის განსხვავება ძალიან დიდია. რამდენჯერმე ვუსწრებთ მეორეადგილოსანს. ესაა ზოგადი ინფორმაცია, რაც შემიძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება კვლევის სხვა დეტალებს, ამის გასაჯაროებაზე ჩვენ ვმსჯელობთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი