ახალი ამბები

მოგების გადასახადის გაუქმების განხილვას პარლამენტში 14 დეპუტატი ესწრება

13 აპრილი, 2016 • 1795
მოგების გადასახადის გაუქმების განხილვას პარლამენტში 14 დეპუტატი ესწრება

დღეს, 13 აპრილს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის განხილვას [18:52 წუთის მონაცემით] 14 დეპუტატი ესწრება.

17:35 საათზე, კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 104-მა დეპუტატმა გაიარა. 18:26 საათზე პარლამენტმა განხილული კანონპროექტების კენჭისყრა დაასრულა, რის შემდეგაც დეპუტატების დიდმა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მათი ნაწილი შენობაშია, ნაწილმა კი შენობაც დატოვა.

დარბაზში 13 დეპუტატია, ხოლო სხდომის დავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

დარბაზში 13 დეპუტატია, ხოლო სხდომის დავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

თუკი პარლამენტმა მთავრობის მიერ ინცირებული კანონპროექტს მხარი დაუჭირა,  2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება.

პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი