ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ GPB-ს ბორდისთვის ირაკლი პაპავას კანდიდატურა წარადგინა

13 აპრილი, 2016 •
საპარლამენტო უმრავლესობამ GPB-ს ბორდისთვის ირაკლი პაპავას კანდიდატურა წარადგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან  საპარლამენტო უმრავლესობის, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ირაკლი პაპავას კანდიდატურა.

გიორგი ნიჟარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

სულხან სალაძე – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

ირინა ფუტკარაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ზემოხსენებული კანდიდატებს უყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი