ახალი ამბები

NDI: მოქალაქეები დავით ბაქრაძის საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ

13 აპრილი, 2016 •
NDI: მოქალაქეები  დავით ბაქრაძის საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ

NDI-ის შედეგების მიხედვით, მოქალაქეები საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ.

მთლიანობაში 34 % აფასებს მის საქმიანობას დადებითად, აქედან 7 % “ძალიან კარგად” , ხოლო 27 % კი “კარგად” აფასებს.

მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილია -მთლიანობაში გამოკითხულთა 27% [ 4 % ძალიან კარგად, 23 % კარგად] დადებითად აფასებს მის საქმიანობას. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად  25% [1% ძალიან კარგად, 24 კარგად], ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21 % [2% ძალიან კარგად, 19% კარგად] აფასებს დადებითად.

 

12985608_1318289591534033_7285960888112860297_n

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი