ახალი ამბები

სტუდენტების ნაწილს სამინისტროს კანონპროექტი სტუდენტურ თვითმმართველობებზე არ მოსწონს

12 აპრილი, 2016 • 1471
სტუდენტების ნაწილს სამინისტროს კანონპროექტი სტუდენტურ თვითმმართველობებზე არ მოსწონს

თსუ-ს სტუდენტების ნაწილს არ მოსწონს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით.

“აუდიტორია 115”-ის წევრი და თსუ-ს სტუდენტი, რატი რატიანი ამბობს, რომ სამინისტრომ სტუდენტებს ისეთი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც არ შეესაბამება იმას, რაზეც სტუდენტებთან შეთანხმდა.

“ამ ვარიანტში გამოდის, რომ სიტყვა თვითმმართველობა არის ამოღებული და არის ჩანაცვლებული სიტყვით “კლუბები”, რაც თავისთავად არ იყო მისაღები. ჩვენთვის მთავარია სტრუქტურული ცვლილება და არა ერთი სიტყვის ცვლილება”, – ამბობს რატიანი.

სტუდენტის თქმით, ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მაინც დარჩება სტუდენტების პრივილეგირებული გაერთიანება.

“ყველგან, სადაც ეწერა თვითმმართველობა, ჩვენ გვქონდა შესწორებული სიტყვით “სტუდენტების წარმომადგენლობა”. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს უამრავი სახის სტუდენტური გაერთიანება. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ვარიანტში ვხედავთ კონკრეტულად კლუბის შესახებ საუბარს. ამ კლუბებზეც არ არის საუბარი, როგორც კლუბის შინაარსით, არამედ თვითმმართელობის შინაარსით. იმავენაირად არჩვენების პრინციპით მაინც რჩება”, – ამბობს რატიანი.

რატი რატიანის თქმით, მთავარი განსხვავება ის იქნებოდა, რომ შეიქმნებოდა მრავალი სხვა კლუბი (თუ კლუბზეა საუბარი), მცირე სტუდენტური წარმომადგენლობები და არ იქნებოდა მხოლოდ ერთი და პრივილეგირებული.

აუდიტორია 115-ის წევრი სტუდენტები დღეს, 12 აპრილს, 16 საათზე შეიკრიბებიან და საერთო ჰგადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. მანამდე კი ამ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე უფრო დეტალურად არ საუბრობენ.

დღეს შეკრებას აპირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელსაც გუშინ, გვიან ღამით მიაწოდეს სკანონმდებლო ცვლილება. თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბახტუძემ თქვა, რომ ჯერ არ გაცნობიან კანონპროექტის სამუშაო ვერსიას და დღეს საღამოს გააცნობენ თავიანთ აზრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი