ახალი ამბები

ალასანია: ვახტანგ გომელაურის მოადგილე სუს-ში ფარული მიყურადების საკითხებს კურირებს

9 აპრილი, 2016 • 2556
ალასანია: ვახტანგ გომელაურის მოადგილე სუს-ში ფარული მიყურადების საკითხებს კურირებს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ვახტანგ გომელაურის მოადგილე იოსებ გოგაშვილი სუს-ში ფარული მიყურადების საკითხებს კურირებს. ეს განცხადება მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა:

“დაფიქრების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ფარული თვალთვალის და მიყურადების ობიექტი ვარ  არა მარტო მე,  რადგან ამის ანალიტიკურ ინფორმაციასაც და კონკრეტულ ინფორმაციებსაც ვფლობთ, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, თუ არ ვცდები, მისი გვარი გოგაშვილი არის, დავალებული აქვს ამგვარი საკითხების კურირება.  [სუს-ს] პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვს შეთავსებული. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა პოლიტიკური ნების მატარებელი ძალა, რომელიც საკანონმდებლო ზედამხედველობას მოახერხებს, ეს ვერ დამთავრდება”, – აღნიშნა ალასანიამ.

ალასანია ამტკიცებს, რომ ქუთაისში “თავისუფალი დემოკრატების” მოსახლეობასთან შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ფარულად იღებდა:

“როგორც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმი ახორციელებდა ჩვენი აქტივობების მონიტორინგს ფარული ვიდეო და აუდიოგადაღებით, აბსოლუტურად იგივე ხდება. ქუთაისში ვიყავით ჩასული, ოპერატიული თანამშრომელი დაგვყვებოდა და ფარულ გადაღებას აწარმოებდა. შემდეგ აღმოვაჩინეთ ის. ამ ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებ იმ კომისიას, რომელიც უნდა ამუშავდეს წინასაარჩევნოდ.”

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი