ახალი ამბები

ანონსი – 8 აპრილი

8 აპრილი, 2016 • 1184
ანონსი – 8 აპრილი

წარმოგიდგენთ 8 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:45 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის წევრები  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდებიან. შეხვედრა გაიმართება დიალოგის ფორმატში.

10:30 “პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, დანიშნული თარიღი, ორგანიზაციის პოზიცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 “პირველ პრესკლუბში” სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ დასაქმების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. მის: თბილისი, აკ.წერეთლის №144, ჯანდაცვის სამინისტრო.
11:30 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კარატის ეროვნული ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფედერაციის ტრიუმფალური წარმატებები საზღვრებს გარეთ.

12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება – „ფანასკერტელის ინდექსი“ 12,5%–ით შემცირდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 სთ–ზე, „მემარცხენე ალიანსის„ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “პარლამენტმა “მემარცხენე ალიანსის” მოთხოვნის განხილვა დაიწყო”.მის.: ი. ხვიჩიას 17

13:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. N 10) დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროვების ფაქტთან დაკავშირებით,  ქალთა მოძრაობა პრესკონფერენციას გამართავს.

14:30 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყობა პრესკონფერენცია ლეონკავალოს „ჯამბაზების“ პრემიერასთან დაკავშირებით, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილიგამართავს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად: დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები გამართავენ.   
14:00 საათზესასტუმრო ქორთიარდ მერიოტში (თბილისი, თავისუფლების მოედანი N4) – ვიცეპრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  საქართველოსმთავრობის წარმომადგნელებთან ერთად, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის, აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) ანგარიშს დაესწრება.
16:00 საათზე,  სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის-“საქართველო და მეზობლების” პრეზენტაცია გაიმართება.  საქართველო და მეზობლების მეოთხე ნომრის თემაა “საქართველო და ირანი: “კარის გაღების” შესაძლებლობების ძიება” (მომხსენებლები გიორგი ბაქრაძე, ნინო ევგენიძე);  შეხვედრას დაესწრება და სიტყით გამოვა ირანის ელჩი საქართველოში. 

16:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების ნეშტებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდება. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი