საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2989 ლარი ღირს. 7 აპრილისთვის დადგენილ კურსთან შედარებით ლარი 0.0063 ერთეულით გამყარდა.
თუმცა, 7 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 0.0136 ერთეულით გაუფასურდა. წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.5 ლარს აღემატებოდა.
რაც შეეხება ევროს, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ლარი ევროსთან მიმართებითაც უფასურდება. 8 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევრო 2.6171 ლარი ღირს.