ახალი ამბები

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეორე ეტაპისათვის შერჩეული კანდიდატები

6 აპრილი, 2016 • 1956
GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეორე ეტაპისათვის შერჩეული კანდიდატები

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატთა სია გამოქვეყნდა.

 


კონკურსის მეორე ეტაპისათვის შერჩეული კანდიდატები არიან:

  1. თამარ ალფაიძე
  2. ზურაბ კუკულაძე
  3. გიორგი ლობჟანიძე
  4. ირაკლი ლომოური
  5. ია მამალაძე
  6. მიხეილ მირზიაშვილი
  7. გიორგი ნიჟარაძე
  8. იზაბელა ოსიპოვა
  9. ირაკლი პაპავა
  10. სულხან სალაძე
  11. ირინა ფუტკარაძე
  12. თეიმურაზ ქორიძე
  13. შადიმან შამანაძე
  14. არჩილ შუბაშვილი
  15. მიხეილ ჩიკვილაძე
  16. ნინო ცინცაძე
  17. ნინო ჭალაგანიძე

 

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი 15 მარტს გამოაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურების წარდგენის ვადა 1 აპრილს დასრულდა. იმავე დღეს პარლამენტის ვებ-გვერდზე წარდგენილ კანდიდატთა სია და კანდიდათა ბიოგრაფიები გამოქვეყნდა, თუმცა პარლამენტმა მოგვიანებით კანდიდატების ბიოგრაფიები წაშალა და მხოლოდ მათი  კონცეფციები  გაასაჯაროვა.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს, რომლებიც პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა. საბჭოს წევრობის 2 კანდიდატზე პარლამენტი ვერ შეთანხმდა და ჩააგდო, თუმცა შემდგომ მათზე კონკურსი აღარ გამოცხადდა.

ასევე დაგვიანებულად, 2016 წლის 25 თებერვალს გაიმართა წილისყრა, რომლითაც განისაზღვრა სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები. წილისყრის შედეგების მიხედვით სამეურვეო საბჭოს აპრილში დატოვებენ ალექსანდრე ვახტანგოვი [საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატურა] და ლელა გაფრინდაშვილი [სახალხო დამცველის კანდიდატურა].

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

სამეურვეო საბჭოს წევრების დამტკიცების წესის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი