ახალი ამბები

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების საკითხზე ჰოლანდიაში რეფერენდუმი ტარდება [ფოტო]

6 აპრილი, 2016 • 1471
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების საკითხზე ჰოლანდიაში რეფერენდუმი ტარდება [ფოტო]

დღეს, 6 აპრილს ჰოლანდიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. “გარდიანის” ცნობით, რეფერენდუმი ადგილობრივი “ევროსკეპტიკოსი” პოლიტიკური ძალების მიერ არის ინიცირებული იმის დასადგენად, უჭერენ თუ არა მხარს ჰოლანდიის მოქალაქეები უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. რეფერენდუმის რეზულტატი საკითხზე რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჰოლანდიელმა დეპუტატებმა უნდა მიიღონ.

იმისათვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 30-იანი აქტივობა. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედგები დადგება საბოლოოდ. Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 37 პროცენტი ხელშეკრულებას მხარს არ უჭერდა, 33% უჭერდა, ხოლო დანარჩენი ჩამოუყალიბებელი იყო.

ულტრამემარჯვენე ჰოლანდიელი დეპუტატი გირტ უალიდერსი რეფერენდუმზე © EPA/MARTIJN BEEKMAN

ულტრამემარჯვენე ჰოლანდიელი დეპუტატი გირტ უალიდერსი რეფერენდუმზე © EPA/MARTIJN BEEKMAN

რეფერენდუმი ჰოლანდიაში © EPA/ROBIN UTRECHT

რეფერენდუმი ჰოლანდიაში © EPA/ROBIN UTRECHT

უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარდასაჭერი აქცია კიევში ჰოლანდიის რეფერენდუმის პარალელურად © EPA/SERGEY DOLZHENKO

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა,  იგი დარწმუნებულია, იმაში, რომ ჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, უკრაინა არ უნდა გახდეს მსხვერპლი ჰოლანდიის შიდა დისკუსიისა, რომელიც ევროკავშირის მომავალს ეხება.

ჰოლანდიის ულტრა-მემარჯვენე დეპუტატმა გირტ უაილდერსმა ტვიტერზე თავის მხარდამჭერებს რეფერენდუმზე აქტიურობისაკენ მოუწოდა. მისი თქმა, კითხვაზე ჰოლანდიის პასუხი უნდა იყოს – არა.

“გარდიანის” ცნობით, რეფერენდუმის ევროსკეპტიკოსმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმი არა იმდენად უკრაინას ეხება, რამდენადაც ზოგად ანტი-EU დღის წესირგს.

ჰოლანდია ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხელშეკრულება რატიფიცირებული არ აქვს

ჰოლანდიის პრემიერი მარკ რუტე და მისი თანაკოალიციელები რეფერენდუმზე “დიახს” უჭერენ მხარს, თუმცა გარდიანის ცნობით, მათ რაიმე სახის კამპანია ამ კუთხით არ უწარმოებიათ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე “არა” პასუხის გამარჯვებამ შესაძლოა კონტინენტურ კრიზისს დაუდოს სათავე.

ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება უკავშირდება მაიდნის მოვლენებს. კიევში საპროტესტო აქციები, რომელიც ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ტერიტორიული პრობლემებით დასრულდა, სწორედ ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი