ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა

5 აპრილი, 2016 • 1128
გიორგი მარგველაშვილმა  სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა  სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა.

„დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული  რთული ვითარებიდან გამომდინარე,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი