ახალი ამბები

ანონსი: 5 აპრილი

4 აპრილი, 2016 • 1420
ანონსი: 5 აპრილი

09:00 სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროგამართავენ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის კონცეფციის საჯარო განხილვას.

09:00 სასტუმროში „Holiday Inn“ გაიმართება საჯარო დისკუსია „საპენსიო რეფორმა საქართველოში,რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრიქუმსიშვილი.

10:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნული ცენტრის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) და საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია – პროექტის წარდგენა სახელწოდებით „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH)

10.00 სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდება.  შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ახალი პროექტების,  მათ შორის „ელექტრონული აბრეშუმის გზა“ და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია.

11:00 სამხედრო ექპერტი და „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა რეგიონზე; სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენები

11:00 სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ,,დაიწყე კარიერა” პირველი ეტაპის სტუდენტებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადაეცემათ სერტიფიკატები. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე-ირაკლი ლექვინაძე.

მისამართი: რუსთაველის გამზ. №6

11:00 ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი დირექტორი ჯენერედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გორის მე-5 საჯარო სკოლას ეწვევიან და ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებშიმიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობიან.

ადგილი: გორის მე-5 სკოლა

11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულიცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

მისამართი: უზნაძის 52; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

11:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მიშა მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 დ. აღმაშენებლის გამზირზე N26- ში პროექტ ” ახალი ტფილისის” საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზე N26

12:00 „პრაიმტაიმის“ კლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები “რეფორმირების ცენტრი” და “რეფორმა და სამართალი” პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ და პროკურატურას პოეტ რეზო ამაშუკელის დაკითხვის თხოვნით მიმართავენ

12:00 ეტლების სოციალური საწარმო 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გიწვევთ ეტლების საწარმოში.  ღონისძიებას დაესწრებიან სამინისტროებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მისამართი: თბილისი, კაიროს ქუჩა 42 .

13:00 ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, იანოშ ჰერმანთან.

მისამართი: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი. ბელიაშვილის ქ. N8, მე–3 სართული, ტელეკომპანია მაესტროს გვერდით.

13:00 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აფხაზეთიდან დევნილ, მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრებიან. დევნილთა სამინისტრომ აღნიშნულ ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა.

მისამართი: თბილისი, გორის ქ. N10

13:30 სიღნაღში, სასტუმრო „ ფიროსმანში“ – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, აშშ–ს ელჩი იან კელი, გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა.

მისამართი: ქ.სიღნაღი; აღმაშენებლის N6

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

მასალების გადაბეჭდვის წესი