საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა. კერძოდ, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3006 ლარი ღირს, რაც 2 აპრილისთვის დადგენილ კურსზე 0.0151 ერთეულით ნაკლებია.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. ოფიციალური კურსით, 1 ევრო 2.6144 ლარი ღირს, რაც 2 აპრილისთვის დადგენილ კურსზე 0.0269 ერთეულით ნაკლებია.

2016 წლის თებერვალში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4928 ლარს მიაღწია. ლარმა სწრაფი გამყარება მარტიდან დაიწყო. 1 მარტს 1 აშშ დოლარი 2.4713 ლარი ღირდა, ხოლო 5 აპრილისთვის დადგენილი კურსით – 2.3006 ლარი ეღირება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *