ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ლოგიკის მიხედვით, სიის I ნომერი შესაძლოა პარტიის ან პარლამენტის თავმჯდომარე იყოს

4 აპრილი, 2016 • 1131
ბერძენიშვილი: ლოგიკის მიხედვით, სიის I ნომერი შესაძლოა პარტიის ან პარლამენტის თავმჯდომარე იყოს

“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ჩემი სურვილი, რომელიც ალბათ ასრულდება. გენდერული კვოტა კარგად უნდა იყოს წარმოდგენილი “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიაში თვითონ ხათუნა სამნიძის, თინათინ ხიდაშელის, თამარ ხიდაშელის, თამარ კორძაიას სახით.,” – ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა:

” ჩვენ გვყავს ქალბატონები, რომლებიც ისედაც არიან ცნობილი, არიან პარტლამენტის წევრები, არის პარტიის თავმჯდომარე, არის მინისტრი. ასეთ ხალხს ვისურვებდი პირველ ათეულში. დანარჩენები ვნახოთ,”- აღნიშნავს დეპუტატი.

ბერძენიშვილის თქმით, ეს მისი სურვილია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თინა ხიდაშელმა საერთოდ არ იყაროს კენჭი:

“რადგან მინისტრი არის. ეს ყველაფერი გადაწყდება, ჯერ ძალიან ადრეა საამისოდ. ”

დეპუტატი ამბობს, რომ ლოგიკის მიხედვით, პირველი ნომერი შეიძლება პარტიის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარე იყოს:

“ლოგიკის მიხედვით, პირველი ნომერი შესაძლოა პარტიის თავმჯდომარე იყოს, შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე იყოს. ჩვენ გვექნება ვარიანტები, რომლებსაც ძალიან დეტალურად განვიხილავთ.”

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ  “რესპუბლიკური პარტიის სიას თავმჯდომარე [ხათუნა სამნიძე] ადგენს, ხოლო  ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს:

“ეს პროცესი ალბათ დაწყებულია, თავმჯდომარე მუშაობს. შეუძლია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეებთან გაიაროს კონსულტაცია, ადრე ასეც ხდებოდა, თუმცა ვალდებული არ არის. ამას კომიტეტი შეისწავლის და დაამტკიცებს სიას. ასეთი პროცედურაა. ახლა, ამ წუთას, ჩვენ სია არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ვხვდებით, რა ხალხი შეიძლება მოხვდეს და რა ხალხი არა.”

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კარგია, რომ კახა შარტავა “ეროვნულმა ფორუმმა”თავისი სიის პირველ ნომრად დაასახელა:

“კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბრუნდება და ეს ნამდვილად კარგია, ასეთი ხალხი პოლიტიკას დასაკარგი არ ჰყავს. ”

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს.  პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი  კახა შარტავა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი