ახალი ამბები

ანონსი — 2 აპრილი

2 აპრილი, 2016 • 1574
ანონსი — 2 აპრილი

წარმოგიდგენთ 2 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს. ადგილი: თბილისის 198-ე საჯარო სკოლა მისამართი: შარტავას #20.

11:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი – 577733182.

11:00 საათიდან 15:00-მდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი-ხუჯაძის კლინკის“ ერთობლივი ინიციატივით, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ოტორინოლარინგოლოგიის (ყელ-ყურ-ცხვირის) და თავ-კისრის ქირურგის კონსულტაციას უფასოდ მიიღებენ. მისამართი: დ. უზნაძის N103 (ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი-ხუჯაძის კლინიკა). საკონტაქტო პირი: ნათია ღვინაშვილი – 599021110.

11:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდება, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

12:00 საათზე, კრწანისის გამგეობა, ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერში, პოეტის დაბადების დღეს აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, რაიონის მაჟორიტარი საკრებულოში, ბექა ნაცვლიშვილი, ტიციანის შვილიშვილები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მისამართი: იოანე შავთელის ქ. #19, (სასტუმრო „ამბასადორთან“); საკონტაქტო პირი: ხათუნა კიღურაძე – 599130007.

13:00 საათზე, თბილისის მერიის და საკრებულოს გუნდებს შორის ფეხბურთის მატჩი გაიმარდება. მისამართი: სტადიონი – „იმედი“ (მუშთაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორია). საკონტაქტო პირი: ხატია ციქობაძე – 558484748.

17:30 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ევროკომისარ ავრამოპულოსს შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი