ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალის გამოძიების საქმეზე პროკურატურას აქცენტებს უწუნებს

1 აპრილი, 2016 • 1491
“ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალის გამოძიების საქმეზე პროკურატურას აქცენტებს უწუნებს

კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურებიან. არასამთავრობოები დადებითად აფასებენ პროცესში ამერიკული მხარის ჩართვას, თუმცა საგამოძიებო უწყებას აქცენტებს უწუნებენ.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ პროკურატურამ მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მაიწოდა. ამას უკვე რამდენიმე დღეა, რაც პროკურატურისგან ვითხოვთ. მნიშვნელოვანია,  საზოგადოებას ჰქონდეს ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ. ასევე, დადებითად ვაფასებთ იმას, რომ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვითხოვდით, რომ არა მარტო IT სპეცილისტების ჩართვა მომხდარიყო, არამედ იმ ექსპერტებისაც, რომლებსაც ასეთი ტიპის გამოძიებაში გამოცდილება აქვთ. როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს გააკეთა და ამას დადებითად ვაფასებთ. თუმცა ის აქცენტები, რომლებიც გამოძიებისას არის გაკეთებული, არ არის საკმარისი. ჩვენ ვითხოვდით სისტემური დანაშაულის გამოძიებას, ჩვენ ვითხოვდით ეფექტური გამოძიების ჩატარებას იმ არქივთან დაკავშირებით, რომელიც შსს-ში იყო დაცული და რომლის გამოძიების ვალდებულება თავის დროზე რამდენიმე წლის წინ მთავარმა პროკურატურამ თავის თავზე აიღო. ამ მიმართლებით რომ აქცენტები არ კეთდება, ეს არის პრობლემა. ასევე ჩვენ ვითხოვდით იმ ფაქტების გამოძიებას, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მათ შორის შანტაჟზე საუბრობდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირები. ამ მიმართულებით გამოძიება ეფექტური არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ეს მოთხოვნები გაჟღერდა იმისთვის, რომ მომავალში პრევენცია მოხდეს  ასეთი ტიპის კადრების გავრცელებისა. მნიშნელოვანია იყოს პრეცედენტი, როცა სახელმწიფო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. დღეს ასეთი პრეცედენტი არ გქვონია და იმიტომაც ვართ არსებული მოცმეულობის წინაშე. ფაქტობრივად, მთელი საზოადგოება და კონკრეტული პირები არიან შანტაჟის მსხვერპლი. ჩვენ არ მოგვწონს ის აქცენტები, რომლებიც პროკურატურის მიერ გაკეთდა. ისინი მხოლოდ ბოლო ხანებში გავრცელებულ ფაქტზე საუბრობენ და არ უყურებენ წინა პერიოდში მომხდარ დანაშუალს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კონფერენციის პირველი ნაწილიკონფერენციის პირველი ნაწილი

Posted by ეს შენ გეხება on Friday, April 1, 2016

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, მათი ინფორმაციით, ის ადამიანები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელყოფის კუთხით სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ, კვლავაც რჩებიან  სამართალდამცავ უწყებაში.

“მათი ამ ტანამდბეობაზ ემუშაობა სერიოზული საფრთხე არამხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. კამპანია “ეს შენ გეხებას” ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ამ საზარელ დანაშაულში ჩართული პირები ამ სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

კონფერენციის მეორე ნაწილიკონფერენციის მეორე ნაწილი

Posted by ეს შენ გეხება on Friday, April 1, 2016

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოს ტერიტორიიდან არ არის ატვირთული.

ეს განცხადება დღეს, 1 აპრილს, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივ ატაშე ქეთლინ კენინგთან ერთად. ვასაძემ პრესკონფერენციაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და მცირე დეტალები საჯარო გახადა.

“შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპექტებულია შსს-ს, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით, ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირობის გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 SIM ბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი, ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა”, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოწმის სახით გამოკითხულია 50-მდე პირი და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა.

შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კუთხით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი