ახალი ამბები

ანონსი – 1 აპრილი

31 მარტი, 2016 • 2125
ანონსი – 1 აპრილი

11:00 „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი     პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილება და გეგმები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, მერიის ინიციატივით და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესკომპანიებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, მერიის ინიციატივით და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესკომპანიებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

11:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშს საზოგადოებას გააცნობს. მისამართი: ნ. რამიშვილის ქ. N6.

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჰონკონგსა და ჩინეთიში ვიზიტის შესახებ განცხადებას გააკეთებს

11:00 „პირველ პრესკლუბში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე არსებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკთხებზე ბრიფინგს გამართავს. ძირითადი თემები იქნება: რესპუბლიკელების მიერ კოალიციის დატოვება და პროგნოზები, ვინ რა სახით წარსდგება არჩევნებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30  „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ზურა აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

12:00 “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს, მათ შორის ისაუბრებს რესპუბლიკელების მიერ კოალიციის დატოვებაზე, ინტერპარტიული ჯგუფის აქტივობებზე, წინასაარჩევნო გეგმებზე, ახალ ფარულ ჩანაწერებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე სასტუმრო ,,Tbilisi Marriot”-ში სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.

14:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე გაცილების ცერემონია. დელეგაციებს შეჯიბრებებზე წარსადგენად საქართველოს დროშებს გადასცემენ სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედრაციის პრეზიდენტი ლევან კიკალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი