ახალი ამბები

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დაამტკიცა

31 მარტი, 2016 • 2331
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების  საზღვრები დაამტკიცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცეს.

შესაბამისი განკარგულება „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების,  ნომრებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნომრების განსაზღვრის შესახებ“ და დამტკიცებული საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

როგორც ცესკო აცხადებს, ამ გადაწყვეტილების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების ძალა ადეკვატურად გამოიხატება მანდატის წონაში და მიღწეულია „ხმის თანაბრობის“ ფუნდამენტური პრინციპი.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საარჩევნო რუკების განახლება საბოლოოდ დამტკიცებული საზღვრების შესაბამისად. ცესკო აცხადებს, რომ ცვლილებების შეტანის პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც კორექტირებული რუკები ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი