ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი ფარული კადრების გავრცელებაზე

31 მარტი, 2016 • 1831
დავით ბერძენიშვილი ფარული კადრების გავრცელებაზე

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მედიას მოუწოდებს, პირადი ცხოვრებით დამშანტაჟებლების მოკავშირედ არ იქცნენ:

“ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ შეუწყობთ ხელს ლაზღანდარების, პოლიტიკური შანტაჟისტების ჭორების ტირაჟირებას. ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ ემიჯნება ამ [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების] პროცესს, ამიტომ სურვილი და იმედი მაქვს, რომ შანტაჟისტებს მედია არ გამოადგებათ მოკავშირედ. ჯერჯერობით ქართული მედია, ერთი-ორი გამონაკლისის, გარდა ასე იქცევა. ”

დავით ბერძენიშვილის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის ინიციატივა კადრების გავრცელების გამოძიებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია:

“საინტერესო იდეაა, გასათვალისწინებელია. ”

დღეს, 31 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ფარული კადრების გავრცელების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. ინსპექტორის აზრით, საჭიროა სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება:

“მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება. მიმდინარე გამოძიებებს, სავარაუდოდ, დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და საზოგადოება დღითიდღე კარგავს ამ უმძიმესი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების იმედს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი