ახალი ამბები

საქსტატის ცნობით, 2015 წელს 30 902 ბიჭი და 28 347 გოგო დაიბადა

31 მარტი, 2016 • 1744
საქსტატის ცნობით, 2015 წელს 30 902 ბიჭი და 28 347 გოგო დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წელს დაბადებული 59 249 ახალშობილიდან 30 902 ბიჭია, ხოლო 28 347 – გოგო.

საქსტატის ცნობით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს შობადობა 2,3%-ით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,8 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი უცვლელი დარჩა.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 40,7 პროცენტიდან 38,8 პროცენტამდე შემცირდა.

2015 წელს გაიზარდა 65-69 და 85 და მეტი წლის ადამიანების რაოდენობა, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ყველაზე ბევრი კი 70-74 წლის ადამიანები დაიღპნენ.

2015 წელს დაბადებულთა რაოდენობა

2015 წელს დაბადებულთა რაოდენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი