ახალი ამბები

ანონსი — 31 მარტი

31 მარტი, 2016 • 1566
ანონსი — 31 მარტი

წარმოგიდგენთ 31 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:30 საათზე, ევროკავშირის პროექტის “საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა” და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ორგანიზებული სემინარი “პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია”. ადგილი: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი.

09:50 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

10:00 საათზე, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში (წერეთლის გამზ. 118) გაიმართება ყოველწლიური კონფერენცია: „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაცია (GWBA).

10:30 საათზე, სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი. ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

10:30 საათზე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საბავშვო ბაღები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

10:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ექსკლუზიურ ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროპის საბჭოს ვიზიტის დროს ხელმძღვანელობის წინაშე ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოითხოვა, რომ საქართველოში, არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულიყო სპეციალურ ღონისძიებათა გეგმა. ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პაატა დავითაია წინასწარ გააჟღერებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმის” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის განაშენიანება, სამშენებლო ნებართვები სამშენებლო პოლიტიკა; საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პროექტის – „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია გაიმართება ქალაქ თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1.

11:00 საათზე, კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, ასათიანის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა. მისამართი: ასათიანის ქ. #20. საკონტაქტო პირი: ხათუნა კიღურაძე – 599130007.

11:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დავით ნაფეტვრიზის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:15 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, გააკეთებს განცხადებას, მიიღო თუ არა შეთავაზება „ქართული ოცნებიდან“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” 2007 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გათავისუფლებული საბავშვო ბაღების დირექტორები და მათი ადვოკატი ლალი ბიწოშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. თემა: მიმართვა მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და “ნაციონალურ მოძრაობას”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30 საათზე, „პირველ პრესკლუბში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე არსებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთ- ერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: მიდმიანრე პოლიიკური საკითხები, კოალიციის დაშლა. მისამართი: მ. კოსტავას #68.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან. ადგილი: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძე ბაღების დირექტორების გადაყენბის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მ. კოსტავას #68.

12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ადგილი: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ადგილი: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება წიგნის „საქართველო 2050 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ პრეზენტაცია. პრეზენტაცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ჩატარებულ პირველ ეროვნულ რეფერენდუმს. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ომარ ქუცნაშვილი, ხოლო მთავარი რედაქტორი ზაქარია ქუცნაშვილი. მისამართი: თბილისი, ლ. გუდიაშვილის #7.

14:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების სწორად გაშუქებაზე ჟურნალისტებისთვის ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგს ატარებს პროფესორი, ექიმი-ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი. მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. 21ა. საქონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური – 599296050.

14:30 საათზე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოული, ენმ-ს ლიდერებთან ერთად ტაბახმელაში, იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

16:30 საათი – ქორთიარდ მარიოტში ჟოზეფ დოულის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება

19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მიუძღვნიან მისი შვილები ბაკური და ლადო, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზირებული შემოქმედებითი ნომრები. მისამართი: რუსთაველის გამზირი #19.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი