ახალი ამბები

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

30 მარტი, 2016 • 973
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, 30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ. დეპუტატებს ანგარიშს უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური წარუდგენს.

“უნდა მოვუსმინოთ ვახტანგ გომელაურის მოხსენებას და ამ მოხსენების შემდეგ კითხვები განდება. გაჩნდება ოდეერებთან მიიმართებაში, გაჩნდება ქვეყნის უსაფრთხოებასთან მიმართებაში და დაისმება კითხვები,”- ამბობს საპარლამეენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალია:

,,ქვეყანაში გვაქვს ანომალური შემთხვევა, როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარმოდგენს რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალს. დღეს არ არსებობს თანამდებობის პირი, რომლის პირადი ცხოვრება არის დაცული. ეს ანგრევს სახელმწიფოს მოწყობის ელემენტარულ საფუძვლებს.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი