ახალი ამბები

ანონსი: 30 მარტი

29 მარტი, 2016 • 1334
ანონსი: 30 მარტი

09:30 ევროკავშირის პროექტის “საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა” და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ორგანიზებული სემინარი “პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია”.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი

10:30 სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

10:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნიმდ“-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მიერ ორგანიზებულ „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმს გახსნის.

10:30 „ავღანეთის ომის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წარმომადგენლები   პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ვეტერანთა მდგომარეობა. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

10:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმის” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში გამოცხადებული „ლტოლვილთა ინტეგრაციის“ კონკურსის პრეზენტაცია.

11:00 „არქიტექტორთა კავშირის“  თავმჯდომარე დავით აბულაძე  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის განაშენიანება, იერსახე და უსაფრთხოება; სამშენებლო პოლიტიკა. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” წევრი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: სპორტის სასახლესთან მიმდინარე მშენებლობები

11:00 სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი აწყობს საჯარო დისკუსიას თემაზე: „უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია: არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში თსუ-ს თვითმმართელობა პრესკონფერციას გამართავს.

თემა: თსუ-ის თვითმმართველობა შიმშლობის აქციას იწყებს და კვლავ რექტორის ლადო პაპავას გადაყენებას ითხოვს.

11:30 ირაკლი ბათიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  ტერორიზმი და ე.წ. ისლამისტების მორიგი სამიზნეები; უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტში. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

12:00 ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს ინფორმაციას 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის შესაბამისი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით.

მის:. რუსთაველის გამზირი #13;

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

12:00 თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აქტივთან.

მისამართი: თელავი, ვაჟა–ფშაველას 3

12:00 ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 2-12 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის, რიგით VI საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გამართვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა.

12:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

13:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

15:00 საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და სოფელ ისრითის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

ქუთაისი, 0 სართული, საკონფერენციო დარბაზი

15:50 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ფილიპ ჰამონდისთან

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

მასალების გადაბეჭდვის წესი