ახალი ამბები

ანონსი- 25 მარტი

25 მარტი, 2016 •
ანონსი- 25 მარტი

10:30 ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივას“ ხელმძღვანელები გიორგი სავანელი და თამარ ადამია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენს. თემა: თეატრის საერთაშორისო დღე და მასთან დაკავშირებული სოციალური აქტივობები დევნილ მოზარდთა ჩართულობით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული

11:30 ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კოდექსი და ინტერპარტიული ჯგუფის დაგეგმილი აქტივობები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
11:30 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აქტივთან.

11:30 “პირველ პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე გია ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს; თემა: კორუფციული სქემა თბილისის ბაგა-ბაღების კვების ბლოკში
12.00 კამპანია “ეს შენ გეხება” მთავარი პროკურატურის შენობის წინ (ვახტანგ გორგასლის ქუჩა 24) აქციას გამართავს და კიდევ ერთხელ გაახმოვანებს გადაღების და კადრების გავრცელების გამოძიებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
12:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო სიები და კოალიცია; ფარული ჩანაწერები; საარჩევნო კოდექსი; სხვა, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები
12.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ტრამვაი“ ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.შეხვედრას საკრებულოს წევრები და დაინტერესებული სპეციალისტები დაესწრებიან.

12:00 “პირველ პრესკლუბში” “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი” პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, ტერაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;
12:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება გამგეობასა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ყაზბეგის N27-თან ახალ სკვერს მოაწყობს. მემორანდუმს ხელს მოწერენ საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი დევაძე.

14:30 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის და მის მეუღლეს, ფრანჩესკა კელის თბილისის სკოლის მოსწავლეები უმასპინძლებენ – ქ. თბილისის #186 საჯარო სკოლაში გაიმართება გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.

17.00 სასტუმრო “რუმსში”, ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ მართავს შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა ხუციშვილთან შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს გააცნოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს მოგების გადასახდის ესტონური მოდელი, მისი მნიშვნელობა და თავისებურებები.

18:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია.

20:00 სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებით საღამო „შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან… სათქმელი რამ მაქვს…“(მონო სპექტაკლი) . პროდიუსერი ლეონიდ რობერმანი. სპექტაკლი გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი