ახალი ამბები

ანონსი: 22 მარტი

21 მარტი, 2016 • 1165
ანონსი: 22 მარტი

09:30 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

10:30 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე წლის შედეგების პრეზენტაცია

თბილისი, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

10:30 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ტუბერკულიოზის მე-5 რეგიონულ სიმპოზიუმს გახსნის.
მის: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი-თავისუფლების მოედანი N4

10:30 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი “რეპორტიორის” პრეს-კლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: იოსებიძის 57
11.00 სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ეკონომიკის სამინისტრო გამაართავს  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020“-ის პრეზენტაცია.

11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე საგადასახადო რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მისამართი: ფინანსთა სამინისტრო, გორგასლის #16

11:00 პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისათვის“ შემავალი ორგანიზაციები: სამოქალაქო კულტურის საერთაორისო ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო გამართავენ პრესკონფერენციას.

თემა:. რა გავლენას მოახდენს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; პარტნიორობა „თავიუფალი არჩევნისათვის“ მოსაზრებები ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით); 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტნიორობა „თავიუფალი არჩევნისათვის“ სამოქმედო გეგმა

11:00 საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ახლადმოწყობილ სკვერში 20 ძირ ჰორიზონტალურ კიპარისს დარგავენ. აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარე ტერიტორია.

12:00 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების „მეშახტეთა სოლიდარობის კანონის“ განხილვა.

12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების სარჩელებზე, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უნდა დაეკისროს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარი.

14:00 სასტუმრო Rooms-ში EMC მართავს შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუსლიმი თემის საკითხებთან დაკავშირებით.

14:00  სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე   ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომაგაიმართება.
მის: თავისუფლების N 2

17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის:
თავისუფლების N 2

 

მასალების გადაბეჭდვის წესი