დღეს, 19 მარტს თბილისში, ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე აქცია/მსვლელობა გაიმართა უკანონო თვალთვალისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ. აქცია, რომლის ინიციატორიც “ეს შენ გეხებას” კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა 15:00 საათზე.