საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, დინამო არენაზე რუმინეთი 38:9 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა თამაშის განმავლობაში 6 ლელო დადო, რუმინეთმა კი ქულების მოგროვება საჯარიმო დარტყმების მეშვეობით მოახერხა.

12473677_1005485046215261_4625515296323052556_o

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს. რუმინეთი კი ერთა თასზე ქულებისთვის იბრძვის.

საქართველომ დღეს რუმინეთს ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიშით სძლია, რადგან აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით 25:9-ით ჰქონდა მოგებული. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი მოიპოვა, რომელიც მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება და გამარჯვებულს გადაეცემა. საქართველოს დღესვე გადაეცა რაგბში ევროპის გამარჯვებულის თასი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *